—

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედნიდან „მშრალი ხიდისკენ“ მსვლელობით მიემართებიან

35
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედნიდან „მშრალი ხიდისკენ“ მსვლელობით მიემართებიან
მოსასმენად დააჭირეთ

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „მშრალ ხიდამდე” საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „მშრალ ხიდამდე” საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზოტრმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მანამდე პარლამენტთან მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან გეგმავდნენ საუბარს, თუმცა მათგან განმეორებით პასუხი არ მიუღიათ, შესაბამისად საკუთარ სამოქმედო გეგმას არ გადაუხვევენ.

,,არანაირი კომუნიკაცია მათგან არ არის და არ ვაპირებთ, რომ რევერანსები ვაკეთოთ. გვაქვს ჩვენი მკაფიო მოქმედების გეგმა. დავიწყებთ მსვლელობას მშრალი ხიდის მიმართულებით. გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა. მივმართავთ სიტყვით და მკაფიოდ ვიტყვით რა არის ამ ქმედებების განმაპირობებელი”, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი. ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →