—

ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს

82
ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დასვა და როგორც განმარტა…

ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დასვა და როგორც განმარტა, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას არღვევს. ნაცვლიშვილის შეფასებით, თუკი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამნისტიის პროექტს მხარს დაუჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომიტეტი საკუთარ ფუნქციას აუქმებს.

ამ კონტექსტში ნაცვლიშვილმა „ამნისტიის შესახებ" უმრავლესობის პროექტი გააკრიტიკა და როგორც განაცხადა, მმართველი გუნდი 19-20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის მიღებას ისე აპირებს, რომ არც კი ეძიება, თუ რა მოხდა.

ნაცვლიშვილმა კომიტეტის წევრებს მიმართა, კანონპროექტის განხილვამდე და მის მხარდაჭერამდე იმ ორგანიზაციების მოსმენა მოხდეს, რომელთაც დოკუმენტალურად შეისწავლეს, რა მოხდა 19-20 ივნისს. ასევე, კომიტეტმა მოუსმინოს გენერალურ პროკურორს, სახალხო დამცველს და თავად დაზარალებულებს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი არის მწვანე შუქის ანთება, რომ ხვალ ადამიანი აქციაზე გავა, ესვრიან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის მოთხოვნასა და შეფასებას „ქართული ოცნების" დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიციონერ კოლეგას მიმართეს შეკითხვით, იცოდა თუ არა, შარლ მიშელის დოკუმენტის სახით, რას მოაწერა ხელი პარტია „ლელომ".

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →