—

დავით სერგეენკო - ნიკა მელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ისე არ არის, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნავს

148
დავით სერგეენკო - ნიკა მელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ისე არ არის, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნავს
მოსასმენად დააჭირეთ

ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ისე არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტი მის გარშემო ბრუნავს, – ამის შესახებ პარლამენტის…

ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ისე არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტი მის გარშემო ბრუნავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„არავინ აპირებს, რომ ქვეყანაში კანონები მასზე დამიზნებულად და მისთვის შექმნას. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის კონსტრუქციასა და მის შემადგენლობაზე არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის, რომ შეჯერებული იყოს პოზიციისა და ოპოზიციის შეხედულებები და მიდგომები. ის, რომ კანონპროექტი მზად არის, არ ნიშნავს, რომ იგივე ფორმით გადაიქცევა კანონად. ამას მოჰყვება პლენარული სხდომის დებატები, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა თავისი არგუმენტები გამოიყენოს, რომ ყველასთვის მისაღები და სამართლიანი კანონი იყოს მიღებული“,- განაცხადა სერგეენკომ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →