—

მარნეულის მუნიციპალიტეტში სახლი გაძარცვეს - ფოტო

75
მარნეულის მუნიციპალიტეტში სახლი გაძარცვეს - ფოტო
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქურდობა მოხდა.

InterPress.ge იუწყება, რომ რამდენიმე დღის წინ, სოფელ ქვემო სარალში, ორუჯოვების ოჯახს კუთვნილი სახლი გაძარცვეს.

დაზარალებულების ახლობლების თქმით, ეს არ არის ქურდობის პირველი შემთხვევა, მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

მათივე თქმით, სახლში სხვა არავინ ცხოვრობს, რადგან ოჯახის წევრები თურქეთში ცხოვრობენ. პირველად სახლიდან 4000-5000 ლარის ღირებულების, ამჯერად კი 3 500 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი მოიპარეს.

ახლობლების თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ სახლში ქურდობის ფაქტი შეისწავლა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი ზომები არ განხორციელებულა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →