—

შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, დღეს შევჯერდებით, რა დოზით, რა სახით და რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ტექნოლოგიები თვითმმართველობის არჩევნებში

49
შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, დღეს შევჯერდებით, რა დოზით, რა სახით და  რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ტექნოლოგიები თვითმმართველობის არჩევნებში
მოსასმენად დააჭირეთ

იმედი მაქვს დღეს შევჯერდებით, თუ რა დოზით, რა სახით, რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ტექნოლოგიები ამ არჩევნებში ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ცესკოში…

იმედი მაქვს დღეს შევჯერდებით, თუ რა დოზით, რა სახით, რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ტექნოლოგიები ამ არჩევნებში ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ცესკოში, შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე განიხილეს.

"საარჩევნო დღესთან დაკავშირებით ვსაუბრობთ რამდენიმე პროცედურაზე, ეს არის ხმის დათვლის, ხმის მიცმის, ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები. არსებობს სხვადასხვა გადაწყვეტები, მაგალითად, ხმის დათვლის დროს გამოვიყენოთ ხმის მთვლელი მანქანები, თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდასთან, რომელიც დააფიქსირებს ბიულეტენებს და მათ შორის, მათზე დაფიქსირებულ ამომრჩევლის ნებას. სხვადასხვა იდეები გვაქვს და ამას შევაჯერებთ.

არის რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც ვმსჯელობთ და ახლოს ვართ იმასთან, რომ ჩამოვყალიბდეთ, რომელი იქნება მისაღები ამ არჩევნებზე. ვფიქრობ, დღეს ძირითადად შევთანხმდებით ამ საკითხებზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, ცესკოში გამართულ შეხვედრას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციაც ესწრება.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →