—

ამირან გამყრელიძე - მესმის, რომ რთულია სიცხეში პირბადის ტარება, მაგრამ ამაზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის

73
ამირან გამყრელიძე - მესმის, რომ რთულია სიცხეში პირბადის ტარება, მაგრამ ამაზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

ახლა რთულია თქმა, გადავიარეთ თუ არა პიკი, მაგრამ ფაქტია, ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა, ანუ პიკს გადავდივართ, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ახლა რთულია თქმა, გადავიარეთ თუ არა პიკი, მაგრამ ფაქტია, ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა, ანუ პიკს გადავდივართ, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად კორონავირუსის 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია და შემთხვევების სიმრავლესთან ერთად, არის მაღალი სიკვდილიანობაც.

„სამწუხაროდ, ყველანაირი პროგნოზირებით, სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი, ანუ 20-30-ს შორის მერყეობა ჯერ კიდევ დარჩება ალბათ ერთი-ორი კვირის განმავლობაში.​ ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი-სამი კვირის წინ, მაგრამ ყოველდღიურად 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია. მით უმეტეს, ის ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რომელიც გახლავთ სიკვდილიანობა. ამიტომ ისევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად. დამშვიდებისკენ რომ მიდის სიტუაცია, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან 1 000 შემთხვევა ყოველდღიურად პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ისევ და ისევ, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. საუბარია პირბადის უნივერსალურ ტარებაზე. მესმის, რომ რთულია, მაღალია ჰაერის ტემპერატურა და უჭირთ ადამიანებს, მაგრამ მეორე მხრივ, პირბადეზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის. მეორე – დისტანცია, რასაც ვამბობთ ყოველთვის და რაც მთავარია, დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება ყველანაირი მიზეზით. ასევე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველას მისვლა ვაქცინაციაზე“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →