—

თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს

149
თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს
მოსასმენად დააჭირეთ

ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ისე ათავისუფლებენ და ნიშნავენ თანამდებობაზე არ იცის, სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი…

ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ისე ათავისუფლებენ და ნიშნავენ თანამდებობაზე არ იცის, სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის რცხვენიათ.

თინა ბოკუჩავას თქმით, მისთვის საინტერესო არ არის "ამ ადამიანების შეფასებებზე კომენტარის გაკეთება".

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ინტერესში არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან სერიოზულ ძალას. რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ, მათ შორის პარლამენტს შიგნით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებით"- აცხადებს ბოკუჩავა.

როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის რცხვენიათ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →