—

ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა - მან საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა

70
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა - მან საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა
მოსასმენად დააჭირეთ

„ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს „ფართო გაგებით მოიტყუა“.

"გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა, ეს ძალიან მძიმე ტყული იყო. ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. 17-18 თებერვალს ფართო გაგებით მოიტყუა. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან”,- აღნიშნავს კობახიძე და არ აკონკრეტებს, თუ რა მოიტყუა გახარიამ 17-18 თებერვალს.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →