—

პაატა იმნაძე - პიკი ნამდვილად გადავიარეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვეშვათ, ნუ დაგვავიწყდება, დღეში კორონავირუსის 1 000 ახალი შემთხვევა გვაქვს

36
პაატა იმნაძე - პიკი ნამდვილად გადავიარეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვეშვათ, ნუ დაგვავიწყდება, დღეში კორონავირუსის 1 000 ახალი შემთხვევა გვაქვს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკური პერიოდი გადავლილია.

„კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი ნამდვილად გადავიარეთ“, – აღნიშნა იმნაძემ.

თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, პიკის გადავლა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა კვლავაც აუცილებელია.

„მართალია, პიკი გადავიარეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეში კორონავირუსის 1 000 შემთხვევა გვაქვს. საქართველო ჯერ კიდევ ოცეულშია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მაღალია 100 ათას მოსახლეზე ავადობა. ასე რომ, ჯერ ისეთი ვითარებაც არ არის, რომ ვთქვათ, მორჩა კორონა და მოვეშვათ. მესმის, დაცხა, ძნელია გარე სივრცეში პირბადით სიარული, მაგრამ, რა ვქნათ, სხვა გზა არ არის. ყველას უნდა გვესმოდეს, 1 000 ადამიანი რომ ავად ხდება, ნიშნავს, რომ ათი მაინც გარდაიცვლება. ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →