—

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს

62
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლოა, რეგულაციები კვლავ შემსუბუქდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით, საქართველოს ინდოეთზე მაღალი ავადობა აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე…

ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით, საქართველოს ინდოეთზე მაღალი ავადობა აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ინდოეთის პრობლემაა, რომ მისმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაუძლო ინფიცირების ასეთ მაჩვენებელს. პაატა იმნაძე ამბობს, რომ მოქალაქეები ფრთხილად უნდა იყვნენ, მით უფრო, ზაფხულის პერიოდში პირბადის ტარება გაჭირდება.

ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პირბადის ტარება და 23:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა საშუალებას იძლევა, ინფექცია ძალიან არ გაღვივდეს. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ სტაბილური ეპიდვითრების შემთხვევაში, 2-3 კვირაში შესაძლებელი იქნება რეგულაციების შემსუბუქება.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →