—

„სინოვაკის“ ვაქცინაზე ორ საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა

57
„სინოვაკის“ ვაქცინაზე ორ საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა
მოსასმენად დააჭირეთ

რეგისტრაციის გახსნიდან ორი საათის განმავლობაში „ სინოვაკის “ ვაქცინაზე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ…

რეგისტრაციის გახსნიდან ორი საათის განმავლობაში „სინოვაკის“ ვაქცინაზე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

რაც შეეხება დაჯავშნის საიტის ხარვეზებს, იმნაძის თქმით, სისტემამ „ილონ მასკსაც გაუჭედა“ და ტექნიკური ხარვეზები ბევრ სხვა ქვეყანაშიცაა.

მისივე თქმით, ინდონეზიაში ჩატარებულმა კვლევამ ამ ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, რომელიც „ფაიზერს“ არ ჩამოუვარდება, თუმცა ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ უფრო ნაკლები, – 50,7 პროცენტიანი ეფექტიანობა გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია, რომლის 100 ათასი დოზა საქართველოს ჩინურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა, დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →