—

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მშვიდობიან პროტესტს, სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა

61
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მშვიდობიან პროტესტს, სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა
მოსასმენად დააჭირეთ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ლინა ღვინიანიძის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტს, სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით…

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ლინა ღვინიანიძის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტს, სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა.

მისი თქმით, პოლიციის ჩარევამ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, განსაკუთრებული მწვავე ხასიათი 3 აპრილიდან მიიღო, რასაც რიონის ხეობის ბლოკირება და „რიონის ხეობის მცველების“ და მხარდამჭერების გამოდევნა მოჰყვა.

„ეს პროცესი დღემდე გრძელდება, რიონის ხეობა ფაქტობრივად ჩაკეტილია. თბილისში, 23 მაისს რიონის ხეობის მოძრაობის აქციები იწყება. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია და ის გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამინისტრომ შეასრულოს მისი როლი და პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო სამართალდამცავების მოქმედება 11 აპრილს, როდესაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველების“ კარვები დაშალა და ადგილზე დარჩენილ აქციის მონაწილეებს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. სამართალდამცავებმა კარვების დაშლის საფუძვლად მდინარე რიონის ადიდების საფრთხე მიუთითეს, რისი რისკებიც რელევანტური მეტეოროლოგიური საექსპერტო დასკვნით დღემდე არ არის დადასტურებული“,- განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →