—

სიჩქარის კონტროლის ახალი სექციები ამოქმედდა

63
სიჩქარის კონტროლის ახალი სექციები ამოქმედდა
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცება, სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი საავტომობილო გზების მონაკვეთებზე…

შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცება, სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი საავტომობილო გზების მონაკვეთებზე.
საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, თელავის, გურჯაანისა და ყვარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის 6 სექცია ამოქმედდა:

1. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

2. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

3. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრამდე (სოფელი ველისციხე). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

4. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრიდან (სოფელი ველისციხე) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

5. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრიდან - თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
6. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიდან - თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1269 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →