—

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ

34
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ
მოსასმენად დააჭირეთ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირება გარედან იყო ინსპირირებული. ჯაღმაიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობს.

„იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ, ადგილზე რომ ჩავედით, დაველაპარაკეთ ხალხს, სრულიად ცხადი გახდა, რომ ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ დროულად აღვკვეთოთ ხოლმე მსგავსი ტენდენციები.

რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, ეს გამოვა ვარაუდები, რომელიც შეუფერებელია ახლა, რომ ვთქვა. ამ დასკვნას ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მოსახლეობაში განწყობა სრულიად შეუფერებელია იმ დაძაბულობისა, ვნებათაღელვისა, რაც ჩვენ ვიხილეთ.

შესაძლებელია გარკვეული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ამის გაშლა მართებული არ იქნება, რადგან ამის დადასტურება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია. ჩვენ ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →