—

ნიკა მელია - სააკაშვილთან შეხვედრისას მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ, მჯერა, არც თუ შორეულ პერსპექტივაში, კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისში

40
ნიკა მელია - სააკაშვილთან შეხვედრისას მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ, მჯერა, არც თუ შორეულ პერსპექტივაში, კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისში
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრით მოხარულია, რადგან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრით მოხარულია, რადგან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მომავალში სააკაშვილს თბილისში შეხვდება.

„ორწელიწად-ნახევარია, ჩვენ შეხვედრის შესაძლებლობა არ გვეძლეოდა. პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. სამწუხაროდ, მიშას დღემდე არ მიეცა შესაძლებლობა, ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. როგოც იქნა, შევხვდით. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისში. ასეც უნდა იყოს, კანონზომიერება ჯიუტი რამ არის. შეუძლებელია, სხვაგვარად მოხდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული იყოს საერთო სტრატეგია, მტერი არ გავახაროთ. ციხიდან რომ გამოვედი, უამრავი ხაფანგი დამხვდა დაგებული.

ბევრი ადამიანი პრაქტიკულად ხელებს იფშვნეტს, იქნებ რაღაც გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში, განსაკუთრებით მიშასთან მიმართებით ჭორებს ავრცელებენ, თითქოს დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, პირიქით. იმაზე გონიერი ხალხია ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვიდრე მავანს ჰგონია. ამიტომ არავის მივცემთ საშუალებას, პროვოკაციაზე წამომაგონ. მეორეც, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს.

მადლობა ღმერთს, არსებობს საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა. მიხარია, რომ აქ ვარ და უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა არა მხოლოდ მიშასთან ურთიერთობის, არამედ მიშას დახმარებით ბევრ ძალიან საინტერესო ადამიანს შევხვდი როგორც უკრაინელს, ასევე არაუკრაინელს. ყველაფერი მაგრად იქნება. მთავარია, ჩვენ თავად ვირწმუნოთ საქართველოში, რომ გამარჯვება შეგვიძლია. პოლიტიკოსებმა თუ არ ვირწმუნეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია, როგორ უნდა ირწმუნოს მოსახლეობამ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →