—

"მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ეს იმედისმომცემია" - მოიხსნება თუ არა დარჩენილი შეზღუდვები

49
"მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ეს იმედისმომცემია" - მოიხსნება თუ არა დარჩენილი შეზღუდვები
მოსასმენად დააჭირეთ

„სინოფარმით“ ვაქცინაცია როგროც კი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ინტერესი ვაქცინაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია მას შემდეგ, რაც მარტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დავიწყეთ, ამ ეტაპზე 80 ათასამდე ადამიანია აცრილი…

„სინოფარმით“ ვაქცინაცია როგროც კი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ინტერესი ვაქცინაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია მას შემდეგ, რაც მარტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დავიწყეთ, ამ ეტაპზე 80 ათასამდე ადამიანია აცრილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი ინტერესის მუხედავად, ვაქცინაციის პროცესი არ არის იმ მასშტაბის, რომ დარჩენილი შეზღუდვები სრულად გაუქმდეს.

„ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედისმომცემია, ასევე იმან, რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარე სივრცეში გაატაროს მეტი დრო, მოგვცა შესაძლებლობა, რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ. ზამთარში რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით" - განაცხადა გაბუნიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →