—

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

56
როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
მოსასმენად დააჭირეთ

19, მაისს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი. 20 და 21 მაისს კი, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +10°, ხოლო დღისით…

19, მაისს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი. 20 და 21 მაისს კი, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +10°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +33° სითბო იქნება.

19 მაისს წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც, 20 და 21 მაისი აქაც უნალექოდ ჩაივლის. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +5°იქნება, ხოლო დღისით ჰაერის აქაც +33°-მდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19 და 20 მაისს მცირე წვიმას ელოდებიან, შესაძლებელია სეტყვა. 21 მაისი უნალექოდ ჩაივლის. 19-21 მაისის ჩათვლით, ღამით მინიმალური ტემპერატურა +10° ხოლო დღისით +32° გრადუსამდე დაფიქსირდება.

19-20 მაისს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც. 21 მაისს აღმოსავლეთის მთებშიც უნალექო ამინდი ივარაუდება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +4°, ხოლო დღისით მაქსიმალური სითბო +30° დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 19 მაისს მცირე წვიმას ელოდებიან, ხოლო 20 -21 მაისის დღეები უნალექოდ ჩაივლის. სამდღიან მონაკვეთში, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +12° იქნება, დღისით კი მაქსიმალური ნიშნული +31°-ს მიაღწევს.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →