—

სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

62
სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
მოსასმენად დააჭირეთ

სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძარის კონსტრუქციაში მოწყობილ სპეცილურ სამალავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით, 230 ათასი ლარის ღირებულების, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ამასთან, აღნიშნული ფაქტი უკრაინის რესპუბლიკის, სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა.

„კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებული არიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რისკის ანალიზის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უკრაინის რესპუბლიკის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერების შედეგად, ძარის კონსტრუქციაში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილი იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით, 230 ათასი ლარის ღირებულების, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული არადეკლარირებული სიგარეტი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →