—

ირაკლი კობახიძე - დმანისში სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო და ამის შედეგები ყველამ იხილა

23
ირაკლი კობახიძე - დმანისში სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო და ამის შედეგები ყველამ იხილა
მოსასმენად დააჭირეთ

პოლიციის და სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო და ამის შედეგები ყველამ იხილა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში…

პოლიციის და სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო და ამის შედეგები ყველამ იხილა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დმანისში სიტუაციის დეესკალაცია მარტივი არ იყო.

„ის, რომ ძალიან რთული პრობლემის და ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცველებმა იმოქმედეს სათანადოდ. რთული იყო სიტუაცია, ყოფით ნიადაგზე დაიწყო ეს ყველაფერი და ძალიან გართულდა უცბად ვითარება და არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, თუმცა ერთი დღის განმავლობაში ეს მოხერხდა, რაც რა თქმა, უნდა იყო სამართალდამცავი სტრუქტურების სათანადო მოქმედების დამსახურება.

რთული იყო, უამრავი ადამიანი იყო ამაში ჩართული სხვადასხვა მხარეს, აქედან გამომდინარე სირთულე იყო სერიოზული, თუმცა მიუხედავად ამისა დღის ბოლომდე მოგვარდა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დმანისში ბოლო 2 დღე დაძაბული ვითარება იყო. ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →