—

დმანისის შესასვლელთან ვითარება დაიძაბა

472
დმანისის შესასვლელთან ვითარება დაიძაბა
მოსასმენად დააჭირეთ

დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა. ქალაქის შესასვლელთან შეკრებილილი მოქალაქეების ჯგუფს დმანისის ცენტრში შესვლა სურდა, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ სამართალდამცველები, რადგან დღეს არსებული დაპირისპირების შემდეგ…

დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა. ქალაქის შესასვლელთან შეკრებილილი მოქალაქეების ჯგუფს დმანისის ცენტრში შესვლა სურდა, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ სამართალდამცველები, რადგან დღეს არსებული დაპირისპირების შემდეგ ქალაქის შესასვლელები გადაკეტილი იყო.

პოლიციის წინააღმდეგობის შემდეგ პროტესტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეებმა პოლიციის ე.წ. კორდონი გაარღვიეს და დმანისის ცენტრის მიმართულებით გაემართნენ.

დღეს, ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დმანისში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე, ასევე სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დმანისში ჩავიდა დეპუტატი სოზარ სუბარიც.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →