—

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

47
პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთის ელჩს საქართველოში, ლი იანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პერიოდში ჩინეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე ვაქცინების მიღების პროცესში ჩინეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მიერ საქართველოსთვის „სინოვაკის“ 100 ათასი დოზის საჩუქრად გადაცემისთვის და ხაზი გაუსვა ვაქცინების დამატებითი დოზების მოკლე ვადებში მოწოდების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის მაღალი დონე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდა.

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ხაზი გაესვა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში. აღინიშნა, რომ პანდემიამ შექმნა გარკვეული გამოწვევები ამ მიმართულებით და გამოითქვა იმედი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები, ისევე, როგორც ორმხრივი მიმოსვლა, პანდემიამდელ მაჩვენებლებს მალე დაუბრუნდება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →