—

თამარ გაბუნია შეზღუდვების შემსუბუქებაზე: ამგვარ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით

24
თამარ გაბუნია შეზღუდვების შემსუბუქებაზე: ამგვარ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით
მოსასმენად დააჭირეთ

თამარ გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭო ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილებას ზამთარში ვერ მიიღებდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ…

თამარ გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭო ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილებას ზამთარში ვერ მიიღებდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ შემთხვევაში აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე სივრცეში, ვიდრე შიდა სივრცეში და გარე სივრცე, როგორც მოგეხსენებათ, უფრო ნაკლები რისკის მატარებელია ეპიდემიოლოგიური კუთხით. ამგვარ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით, მსგავსი პიკური მდგომარეობის პირობებში. მაგრამ ზაფხულის პერიოდში, როდესაც მეტი არის გარე სივრცეში აქტივობა, ეპიდემიური რისკების ზრდას ეს აბალანსებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდა და დღეიდან 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →