—

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, დმანისში მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს

87
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, დმანისში მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე…

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ხდება.

„დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით, მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებაში და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა დარახველიძემ.

მან აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა დეტალი დადგინდება.

„მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც ამ საქმეში არსებობს, დადგინდება და გამოძიება ყველაფერს შეისწავლის“, - განაცხადა დარახველიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →