—

იმედი მაქვს, სრულად გამოიძიებენ მომხდარს - დმანისის მერი

141
იმედი მაქვს, სრულად გამოიძიებენ მომხდარს - დმანისის მერი
მოსასმენად დააჭირეთ

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა.

გიორგი ტატუაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და იმედი აქვს რომ საგამოძიებო სტრუქტურები მომხდარს სრულად გამოიძიებენ.

"ასეთი რაღაც ჩემი 4 წლიანი მერობის პერიოდში პირველად ვნახე. ასეთი რამ არ ყოფილა არასდროს და არც იქნება სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ. პოლიცია არის ჩართული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს ეთნიკურ ჭრილში ნამდვილად არ არის, დმანისში ეგეთი რამ არ ხდება. ახლა შეიძლება რაღაც გაუგებრობა მოუვიდათ ერთმანეთში. დაპირისპირების შემდეგ, კადრებშიც ჩანს, რომ ხალხი დაიშალა, მას შემდეგ არავინ ყოფილა.ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, ვიღაცას ეტყობა აწყობს, რომ სპეკულაცია მოახდინოს ეთნიკურ, ან კუთხურ ნიადაგზე, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. დმანისში ძალიან მეგობრულად ვცხოვრობთ, ყველა ერთმანეთს უფრთხილდება და ვმეგობრობთ და იმედი მაქვს, საგამოძიებო სტრუქტურები სრულად გამოიძიებენ და ვინც პასუხისგებაში არის მისაცემი, მისცემენ პასუხისგებაში. ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა",- აცხადებს დმანისის მერი.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →