—

დმანისში აქცია მიმდინარეობს

27
დმანისში აქცია მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

დმანისში, იმ მაღაზიასთან, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, აქცია მიმდინარეობს. აქციას ადგილობრივი აზერბაიჯანელები მართავენ. ისინი მომხდარს აპროტესტებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მსგავსი ტიპის დაპირისპირება მათ რეგიონში ხშირად ხდება, რასაც შესაბამისი სამსახურების მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

დაპირისპირებაში მონაწილე პირთა გამოკითხვა პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →