—

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

60
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლებში ხევში, დაბაში, ზემოხეთსა და ბურნათში ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, წაქცეულია ხეები , დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ერთი საათის განმავლობაში წაქცეული ხეების გამო, სოფელ ხევში გადაკეტილი იყო გზა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია მხოლოდ ერთ უბანს არ მიეწოდება, სხვაგან კი აღდგენილია.

,,მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ, გადაუდებელ შემთხვევებს", – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →