—

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში

50
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში
მოსასმენად დააჭირეთ

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

ინფორმაციით სოფელ საცხენისში მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა 3 ახალგაზრდა მამაკაცი, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. 1 პაციენტი თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 2 ახალგაზრდა "კლინიკა რუსთავში" მოათავსეს.

"2 მამაკაცი შემოიყვანეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისიდან, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. ერთერთი არის უფრო მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრამვებით, აქვს ფილტვების კონტუზია, სახის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი ნახეთქი ჭრილობები აქვს სახის მიდამოში და აქვს ორივე ბარძაყის მოტეხილობა, მდგომარეობა მძიმეა. მეორე პაციენტი შედარებით მსუბუქია, აქვს თავის ტვინის შერყევა და აქვს მხრის მოტეხილობა, კონტაქტურია და ადეკვატურია", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას "კლინიკა რუსთავი"-ს გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმმაი ლალი ღირსიაშვილმა.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →