—

ირაკლი ღარიბაშვილი: ბახვის საჯარო სკოლა 2000 წელს გარემონტდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, დღეს სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული სტანდარტის სკოლა

79
ირაკლი ღარიბაშვილი: ბახვის საჯარო სკოლა 2000 წელს გარემონტდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, დღეს სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული სტანდარტის სკოლა
მოსასმენად დააჭირეთ

ბახვის საჯარო სკოლა 2000 წელს გარემონტდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სოზარ სუბარის ინიციატივით, სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზიას ძალისხმევით და მიხეილ ჩხენკელის ჩართულობით სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული…

ბახვის საჯარო სკოლა 2000 წელს გარემონტდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სოზარ სუბარის ინიციატივით, სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზიას ძალისხმევით და მიხეილ ჩხენკელის ჩართულობით სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული სტანდარტის სკოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში განაცხადა, სადაც დღეიდან ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება.

„მე მიხარია, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი არის სრულად ხელმისაწვდომი. ეს არის სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც დასრულდა რამდენიმე თვის წინ და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა.

ეს სკოლა სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზიას ძალისხმევით გარემონტდა 2000 წელს და მას შემდეგ ეს სკოლა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ბატონი სოზარ სუბარის ინიციატივით, ქალბატონი მზიას ძალისხმევით და რა თქმა უნდა, ბატონი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის უშუალო ჩართულობით, დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული დონის და სტანდარტის სკოლა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →