—

ნათია თურნავა: მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს

59
ნათია თურნავა: მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალიან ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთივე ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალიან ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთივე ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გურიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მთელ საქართველოში.

„ის სოფლები, რომლებიც დაცილებულია ურბანულ ცენტრებს და ჯერ არა აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტი, მიიღებს წვდომას ოპტიკურ-ბოჭკოვან, ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება: პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის - მაღალი ხარისხის ინტერნეტი ყველგან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →