—

საქართველოში ყურძნის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

8
საქართველოში ყურძნის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს
მოსასმენად დააჭირეთ

2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყურძნის იმპორტი გაიზარდა.

2020 წლის იანვარ, თებერვალსა და მარტში საქართველოში 455.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 482 ტონა ყურძენი შემოვიდა 2021 წლის იგივე პერიოდში კი 517.1 ათასი აშშ დოლარის 664.1 ტონა ახალი (სუფრის) ყურძენი.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2021 წელს ყურძენი იყიდა:

  • სომხეთი - 424.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 560 ტონა
  • თურქეთი - 73.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 96.9 ტონა
  • ნიდერლანდები -19.4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 7.1 ტონა

საქართველოდან ყოველწიურად ახალი ყურძნის საყიდლად 1 მილიონ დოლარზე მეტი გადის. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანა 1-დან 2 ათასამდე ტონა ყურძენს ყიდულობს. ძირითადი ბაზრები კი, 2021 წლის ანალოგიურად, სომხეთი, თურქეთი და ნიდერლანდებია. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ახალი (სუფრის) ყურძნის მოცულობამ 1, 237 ტონა შეადგინა, რაც 1,059 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო. აქედან 769,2 ათასი დოლარის ღირებულების სომხეთში ვიყიდეთ, 221,4 ათასი დოლარის - თურქეთში, 68,7 ათასი დოლარის კი ნოდერლანდებში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →