—

იარაღის წარმოებას ქართულ-ებრაული საწარმო იწყებს

179
იარაღის წარმოებას ქართულ-ებრაული საწარმო იწყებს
მოსასმენად დააჭირეთ

"ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის…

"ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.

იარაღის წარმოების დაწყებას იწონებენ სამხედრო ანალიტიკოსები. ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი და სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი გვეუბნება, რომ ეს ქვეყანაში სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი წინგადადაგმული ნაბიჯი იქნება, მით უფრო, თუ საქართველო ამ საკითხში ებრაელების მრავალწლიან და მაღალტექნოლოგიურ გამოცდილებას გაიზიარებენ და მათი ტექნოლოგიით შეუდგებიან იარაღის წარმოებას.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ახლანდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტყვიის საწარმოს მშენებლობის პროექტიც ჰქონდა. მისი აზრით, საქართველომ უნდა აწარმოოს ყველა სახის იარაღი, ბირთვულის გარდა.ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები რამდენიმე ათეულ მილიონს ხარჯავენ ტყვია-წამლის შეძენაში, ამიტომ ტყვიის საწარმო საქართვლოში, მისი აზრით,კომერციულადაც გამართლებული იქნება, ეკონომიკურადაც და უსაფრთხოებასაც გააძლიერებს.

report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →