—

ნიკა მელია - გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში

47
ნიკა მელია - გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში ან მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში ან მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული თემაზე ვერ ისაუბრებს.

„ვარიაციებზე ვერ ვისაუბრებ. ეს ხომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა „ნაციონალური მოძრაობა“- ბლოკი პარლამენტში ისე, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუ შევა და დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საერთოდ არ შევა პარლამენტში, თუ შევა კონკრეტული დათქმით ან გარკვეული პერიოდის შემდეგ. უამრავი სხვადასხვა ვარიაციაა. თუ რამე შეიძლება მოსაწყენი გახდეს საზოგადოებითვის, ეს ყოველდღიური ბანალური კითხვებია, რას ვაპირებთ და ჩემგან იგივე იდენტური პასუხები ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა მელიამ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →