—

საქართველოში Covid-პასპორტები ამოქმედდება

57
საქართველოში Covid-პასპორტები ამოქმედდება
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უწყებათშორისმა საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა საქართველოში Covid-პასპორტების შექმნას მხარი დაუჭირეს. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა და…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უწყებათშორისმა საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა საქართველოში Covid-პასპორტების შექმნას მხარი დაუჭირეს. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა და ახლა მის კონცეფციას ამუშავებენ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მოსახლეობას ტექნოლოგიურად გამართულ დოკუმენტებს შესთავაზებს.

"უახლოეს პერიოდში კოვიდ-პაასპორტის კონცეფცია საბოლოო სახით დამტკიცდება. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია ვიქონიოთ ელექტრონულადაც და ამობეჭდილი სახითაც და მასზე დატანილი იქნება ინფორმაცია თუ როდის აიცრა ადამიანი, აქვს თუ არა ჩატარებული PCR-ტესტი და სრული Сovid-ისტორია. ვფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ქვეყნის გარეთ გასამგზავრებლად. კონკრეტული მატერიალური შეღავათები არ განიხილება. საუბარია იმაზე, რომ როცა ადამიანები იქნებიან უსაფრთხო, კომპანიები იქნებიან უსაფრთხო, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები მეტად შევამსუბუქოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →