—

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე - ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, დაინტერესებული ვართ, რომ მთელს რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება

23
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე - ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, დაინტერესებული ვართ, რომ მთელს რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორიას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირისპირ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდპანდემია, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას შეეხო, ყველა ხალხს და ურთიერთობას. ამის მიუხედავად რა თქმა უნდა მე დიდი პატივით ჩამოვედი და გესტუმრეთ ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენი ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის.

შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყო რა თქმა უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში. თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივ კომპლექსური. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი კულტურული ურთიერთობები, ისეთი საკითხები, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა. ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოებს ერთმანეთს, რა თქმა უნდა რეგიონულ პრიზმაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →