—

თამარ გაბუნია: დღეს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო

27
თამარ გაბუნია: დღეს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრადაა გაზრდილი.

„საჭირო შემთხვევებში, დროული ჰოსპიტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, პიკურ პერიოდში გვქონდა. მაშინ, ჰოსპიტალიზაციის მხრივ, 25%-ზე ვიყავით, ახლა თითქმის 45%-საც კი მივაღწიეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია ნამდვილად არ არის აუცილებელი, თუმცა, შეიძლება, სამედიცინო პერსონალი ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს, ასევე, პაციენტის მოთხოვნაცაა, რომ ჰოსპიტალში უმკურნალონ. ამ მიმართულებით, ვმუშაობთ სასწრაფო დახმარების სამსახურთან, რათა მათ ადრეული შეფასების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამასთან, ვმუშაობთ სტაციონარებთან, კლინიკებთან, რათა მდგომარეობა შეფასდეს ემერჯენსის დონეზე და მხოლოდ ის მოხვდეს კლინიკაში, ვისთვისაც ეს რეალურად აუცილებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →