—

ამირან გამყრელიძე - ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკში ვართ, ძალიან თუ არ გავლაღდებით, ალბათ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს

24
ამირან გამყრელიძე - ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკში ვართ, ძალიან თუ არ გავლაღდებით, ალბათ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რასაც ჩვენ აღვნიშნავდით, რომ აპრილის ბოლოდან მაისის პირველი ორი კვირა, ცოტა მეტი, შეიძლებოდა ყოფილიყო პიკური პერიოდი, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა, – ამის შესახებ დაავადებათა…

დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რასაც ჩვენ აღვნიშნავდით, რომ აპრილის ბოლოდან მაისის პირველი ორი კვირა, ცოტა მეტი, შეიძლებოდა ყოფილიყო პიკური პერიოდი, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

სწორედ ამიტომ, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია, რაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა.

„სასიამოვნოა, რომ ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 76 პროცენტზე დაფიქსირდა, რაც იდეალური არ არის, მაგრამ ბევრად მეტია, რაც აპრილის დასაწყისში იყო. ადამიანები მეტად ხმარობენ პირბადეს, რომელიც ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით საუბარი არ არის სხვა შეზღუდვის შემსუბუქებაზე, რადგან ჩვენ პიკში ვართ. ასევე, სამწუხაროდ, დღეს დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ციფრი გვქონდა სიკვდილობის, ამასაც ვამბობდით. ბევრი პარამეტრით, პროგნოზირება უმადურია, მაგრამ გარკვეული პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, ვართ პიკში და ყველაფერს ისე თუ დავიცავთ, რომ ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ თანდათან უკუსვლა უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →