—

ხელისუფლება მოიჯარე ფერმერებს ახალ შეღავათს სთავაზობს

87
ხელისუფლება მოიჯარე ფერმერებს ახალ შეღავათს სთავაზობს
მოსასმენად დააჭირეთ

ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მთავრობის გადაწყვეტილება გაახარებს იმ ფერმერებს, რომლთაც მიწები იჯარით აქვთ აღებული და მიწის გამოსყიდვაზე ფიქრობდნენ. იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი „დისქაუთი“, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ. 2 ათასამდე ასეთი მოიჯარეა საქართველოში, საკმაოდ დიდ ფართობებზეა საუბარი. ეს ადამიანები წლებია, ამ მიწებს ამუშავებენ. ამ გადაწყვეტილებით მათთვის მიწების გამოსყიდვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ეს გადაწყვეტილება უფრო გაზრდის კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, არცერთი აქტივი არ დარჩეს გაჩერებული, მიწა არ იყოს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენასა და მოქალაქეების დასაქმებას.

რამდენიმე წლის წინ, ხელისუფლებამ მოიჯარეებს, რომლებიც მიწებს ამუშავებენ, ნება დართო, პირდაპირი წესით, საბაზრო ფასად გამოესყიდათ აღნიშნული მიწები. ნათია თურნავა განმარტავს, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ამ მიწების მაღალი ფასითა და მოიჯარეებისთვის მათზე ხელმისაწვდომობის პრობლემითაა განპირობებული.

„ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია. ბევრ მოიჯარეს, არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ამ უფლებით ისარგებლოს. სწორედ ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მინისტრმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →