—

რატი იონათამიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" გაფორმდა საქართველოში როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული

66
რატი იონათამიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" გაფორმდა საქართველოში როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას და…

ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას და პატიმრობიდან მის მოსალოდნელ გათავისუფლებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

“ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს.

"ნაციონალური მოძრაობა" გაფორმდა საქართველოში როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული. ფაქტია, ისინი ყოველ ჯერზე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალიდნელ დღეს და დასავლეთთან ინტეგრაციას, ამიტომ ისინი არიან რუსული ჰიბრიდული ძალა და გულწრფელად რომ გითხრათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოაწერენ თუ არა ისინი ამ დოკუმენტს ხელს, ისინი დარჩებიან არაკონსტრუქციული, დესტრუქციული და რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად საქართველოში,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →