—

პაატა იმნაძე - ეპიდსიტუაცია რთულია, მაისის პირველ ნახევარში შემთხვევათა კატასტროფული მატება თუ არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით

56
პაატა იმნაძე - ეპიდსიტუაცია რთულია, მაისის პირველ ნახევარში შემთხვევათა კატასტროფული მატება თუ არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა, მაისის პირველ ნახევარში ვირუსის შემთხვევების დრამატული მატება თუ არ…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა, მაისის პირველ ნახევარში ვირუსის შემთხვევების დრამატული მატება თუ არ იქნება, იმედი აქვს, ვითარება ზაფხულისთვის გაუმჯობესდება.

ამასთან, იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ ვაქცინაციაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება.

„საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს. მაისის პირველი ნახევარი თუ ისე განვლეთ, რომ შემთხვევათა კატასტროფული მატება არ იქნება, დიდი იმედი გვაქვს, შემდგომ ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აცრები, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ კარგად მიდის, კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ მეტი ჩვენი თანამოქალაქე აიცრება და ასეთი სამწუხარო დღეები აღარ გვექნება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →