—

ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო

66
ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო
მოსასმენად დააჭირეთ

ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ნიკა მელია ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო, – ამის შესახებ…

ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ნიკა მელია ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ ვერასდროს დადგება.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც დაბლა. არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც ძალიან კარგად მიიღო “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →