—

რომელ ვაქცინებს ელოდებიან საქართველოში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

20
რომელ ვაქცინებს ელოდებიან საქართველოში? - ამირან გამყრელიძის განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

შესაძლოა COVAX-ის პლატფორმას Novavax-ისა და Jonson&Jonson-ის ვაქცინები დაემატოს, რის შემდეგაც მათი შემოტანა საქართველოშიც მოხდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ…

შესაძლოა COVAX-ის პლატფორმას Novavax-ისა და Jonson&Jonson-ის ვაქცინები დაემატოს, რის შემდეგაც მათი შემოტანა საქართველოშიც მოხდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"COVAX-დან გვაქვს უახლესი ინფორმაცია, რომ შესაძლოა NOVAVAX განთავსდეს და საქართველო მას მიიღებს, ასევე მიიღებს Jonson&Jonson-ს, რომელიც ჯანმოს მიერ დამტკიცებულია", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დიდი დეფიციტია. ამ ეტაპზე კი საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ორ ვაქცინას - AstraZeneca-ს და Sinopharm-ს შორის აქვს.

"AstraZeneca-ს დამატებით 43 ათასი დოზა შემოსულია და მაისის განმავლობაში კიდევ 43 ათასი დოზა შემოვა. რაც შეეხება Sinopham-ს, სადღეისოდ მასზე გაკეთებულია 28 ათასი ჯავშანი. ამ ეტაპზე გვაქვს 50 ათასი ადამიანისათვის გამოსაყენებელი Sinopham-ის ვაქცინა. კარგად მიდის მოლაპარაკება Pfizer-თან და თუკი ზაფხულში მასობრივი დოზები შემოვა, საუბარია მილიონ დოზაზე“, - თქვა გამყრელიძემ.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →