—

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დიდი ამცრელი ცენტრების მოწყობა იგეგმება

31
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დიდი ამცრელი ცენტრების მოწყობა იგეგმება
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დიდი ამცრელი ცენტრების მოწყობა იგეგმება, სადაც დღეში 1000-დან 2000-მდე ადამიანის აცრა იქნება…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დიდი ამცრელი ცენტრების მოწყობა იგეგმება, სადაც დღეში 1000-დან 2000-მდე ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, ამ ცენტრების მუშაობაში, შესაძლოა, სამედიცინო განათლების მქონე დაუსაქმებელი ადამიანების ჩართვა მოხდეს.

„ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის 150 ბრიგადა მუშაობს ქვეყნის მასშტაბით. მაისის ბოლოსთვის გვინდა 300 ბრიგადაზე ავიდეთ. ჯერჯერობით პროცესში არ არიან ჩართულები სოფლის ექიმები. ასევე გეგმაში გავქვს ე.წ. დიდი ამცრელი ცენტრების მოწყობა 4 დიდ ქალაქში. დღეს იქნება განხილვა მისი მუშაობის ლოჯისტიკის სქემის. ერთ ასეთ ცენტრში დღეში დაახლოებით 1000-დან 2000-მდე ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი. ასეთი ცენტრი თბილისში გვინდა რომ იყოს სამი, ბათუმში, ქუთაისში და რუსთავში - თითო. მათ მომსახურე პერსონალი სჭირდებათ და ამიტომ დგას საკითხი, რომ ე.წ. დამატებითი დაუსაქმებელი სამედიცინო განათლების პერსონალი მობილიზდეს ამ პროცესში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →