—

საქართველოში ჩატარდება ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი

106
საქართველოში ჩატარდება ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ჩატარდება ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი.

ამის შესახებ InterPress.ge-ს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოდან აცნობეს.

ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო!

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით და SOCAR Georgia- ს მხარდაჭერით გაიმართება ჭადრაკის ტურნირი საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავს.
8-14 და 14-35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ამ ტურნირში, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2021 წლის 9 მაისამდე საელჩოს მისამართზე [email protected] წერილობით ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: + 995-577-60-60-06.
ჰეიდარ ალიევის სახელობის ჭადრაკის ტურნირი დაიწყება 10 მაისს 10:00 საათიდან საქართველოში მდებარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში (მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 4).
ტურნირის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პირველ სამ ადგილს დაიკავებენ ორ ასაკობრივ კატეგორიაში, დააჯილდოებს საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი.
ტურნირი გაიმართება მსაჯთა ზედამხედველობით შვეიცარიის საჭადრაკო სისტემის წესების შესაბამისად.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →