—

ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მიერ წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპროტის დროებითი შეჩერება, საქართველოს ბაზარზე არ აისახება

56
ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მიერ  წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპროტის დროებითი შეჩერება, საქართველოს ბაზარზე არ აისახება
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპროტის დროებითი შეჩერება ჩვენი ქვეყნის ბაზარზე არ აისახება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თუკი დანაკლისი შეიქმნა ის ძალიან მარტივად ჩანაცვლდება, მაგრამ დღეს ასეთი დანაკლისი არ არსებობს.

,,რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს თავისუფალი ვაჭრობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, თუმცა, როგორ ჩანს, ამას თავისი შიდა მიზეზები აქვს. ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოს 2/3 ბაზრებთან, შესაბამისად ძალიან მარტივად ჩანაცვლდება ეს დანაკლისი თუკი შეიქმნება, მაგრამ დღეს ეს დანაკლისი არ არის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →