—

თამარ გაბუნია - სექტემბერში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია იქნება

19
თამარ გაბუნია - სექტემბერში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისსა და აგვისტოში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდება, ხოლო სექტემბერში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია იქნება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისსა და აგვისტოში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდება, ხოლო სექტემბერში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია იქნება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ჯანდაცვის სექტორის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოსალოდნელზე დაბალი იყო.

„ყველა ადამიანისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენ გლობალურად შევძლებთ დამატებითი დოზების მობილიზებას. ეს თარიღი მოსალოდნელია მესამე კვარტლიდან. ამ პერიოდიდან ვაქცინების მოწოდება ბევრად უფრო მარტივი და გაზრდილი იქნება, ვიდრე ეს არის დღევანდელი პირობებით. ივლისი-აგვისტო იქნება ის ორი თვე, როდესაც დაიწყება ქვეყანაში შედარებით ფართო მოცვა და სექტემბერში იქნება სრული გაშლა საყოველთაო ვაქცინაციის, როგორც ეს გეგმით იყო განსაზღვრული. ეს არის ბიზნეს სექტორი, თუ მოქალაქე, რომელიც დღეს არსად დასაქმებული არ არის, თანაბრად შეიძლება ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. დღევანდელ ეტაპზე ბიზნესის მობილიზება მნიშვნელოვანია იმ მიზეზების გამო, რომ ბიზნესში დასაქმებული მოქალაქეები ხშირად შესაძლოა, არასწორად აღიქვამდნენ ვაქცინაციის აუცილებლობას. ჩვენ დღესაც გვიწევს მუშაობა და დარწმუნება მთელი რიგი ბიზნესის იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში, რადგან ჯანდაცვის სექტორის ფარგლებშიც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია იმაზე დაბალი იყო, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ: 1. ვაქცინების ის დოზები, რომელიც ქვეყანაშია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული და 2. ასევე უკვე ივლისის თვიდან მოხდეს მეტი დოზების შემოტანის ხარჯზე მოსახლეობის ფართო მოცვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →