—

"პიკში ვართ შესული" - ამირან გამყრელიძე

21
"პიკში ვართ შესული" - ამირან გამყრელიძე
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებლით, ქვეყანა პიკშია შესული და დღევანდელი მაჩვენებელი - 2 171 შემთხვევა, უქმე დღეებზეა "დაგროვილია"…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებლით, ქვეყანა პიკშია შესული და დღევანდელი მაჩვენებელი - 2 171 შემთხვევა, უქმე დღეებზეა "დაგროვილია", ვინაიდან დასვენების დღეებში ტესტირებები ინტენსიურ რეჟიმში არ მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ეპიდსიტუაცია "სახარბიელო" არ არის, თუმცა რიცხვები მართვადია და ჯანდაცვის სისტემა მას გაუმკლავდება.

"ეპიდსიტუაციაზე ვთქვით, რომ პიკში ვართ შესული. ეს 2000, რაც არის დღეს, ეს გახლავთ უქმე დღეებზე დაგროვილი. მოგეხსენებათ, რომ უქმე დღეებზე ტესტირება ინტენსიური არ არის, უქმე დღეების შემდგომ, გარკვეულად გვაქვს ხოლმე ასეთი ნახტომისებური. დიდი ალბათობით შეიძლება, ესეც იყოს და მეორე, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაცია არ არის სახარბიელო.

ჯანდაცვის სისტემა მაშინ გაუმკლავდა, როცა 5000-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. მოგეხსენებათ, ნოემბერ-დეკემბერში იყო სირთულეები, მაგრამ გაუმკლავდა. ახლა ეს რიცხვები არის მართვადი",-თქვა გამყრელძემ "მთავართან" სატელეფონო კომენტარში.

(Mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →