—

89 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სცემა

63
89 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სცემა
მოსასმენად დააჭირეთ

ახალციხეში, 89 წლის ქალის ცემის ბრალდებით მისი შვილი დააკავეს. მე-9 არხის ინფორმაციით, დაშავებული 3 მაისს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ექიმმა ბესო ბურჯალიანმა მე-9 არხს უთხრა, რომ ქალს თავის არესა და…

ახალციხეში, 89 წლის ქალის ცემის ბრალდებით მისი შვილი დააკავეს. მე-9 არხის ინფორმაციით, დაშავებული 3 მაისს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ექიმმა ბესო ბურჯალიანმა მე-9 არხს უთხრა, რომ ქალს თავის არესა და სხეულის სხვადასხვა ადგილას ზედაპირული ტრავმა ჰქონდა მიღებული. 24-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ კი კლინიკიდან გაწერეს.

ქალი მედიასთან ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოჯახის წევრები მასზე ძალადობენ. მისი თქმით, რძალი სისტემატურად ეჩხუბებოდა და სახლის დატოვებას სთხოვდა. მას კი წასასვლელი არსად აქვს. მე-9 არხის ცნობითვე, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ქალი ნათესავმა დროებით შეიფარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

(mtavari arxi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →