—

სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 700-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული

93
სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 700-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული
მოსასმენად დააჭირეთ

სადღესასწაულო დღეებში საქართველოს მასშტაბით ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების სტატისტიკა გაიზარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, 2021 წლის 2 მაისიდან და 4 მაისის დილის 10:00 საათამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა. აქედან ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი.

აღნიშნული შემთხვევები შემდეგი რაოდენობით გადანაწილდა: თბილისი – 281 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 226. საქართველოს დანარჩენი რეგიონები – 504, ჰოსპიტალიზაცია – 432.

დასახელებულ პერიოდში მოიმატა კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმაც. ამ მიზეზით ცენტრში 411 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 194 ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი – 121 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 27, საქართველოს სხვა რეგიონები: 290 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 167.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →