—

ნათია თურნავა: არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ეტაპობრივად ფრენას, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ავიაბაზარს

54
ნათია თურნავა: არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ეტაპობრივად ფრენას, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ავიაბაზარს
მოსასმენად დააჭირეთ

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ეტაპობრივად ფრენას, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ავიაბაზარს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების…

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ეტაპობრივად ფრენას, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ავიაბაზარს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ ტურისტულ სეზონს.

„რამდენიმე შემთხვევა უკვე გვაქვს ახალი, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, ვინც ქუთაისის აეროპორტში იფრენენ, რადგან ქუთაისის აეროპორტი არის უფრო გამოკვეთილად დაბალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი აეროპორტი. ასევე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ ტურისტულ სეზონს. ვაქცინაცია, რაც დაემატება ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →