—

გია ვოლსკი - მელია გირაოს უნდა დათანხმდეს და საპატიმროდან გამოვიდეს

55
გია ვოლსკი - მელია გირაოს უნდა დათანხმდეს და საპატიმროდან გამოვიდეს
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილიდან დაწყებული ადვოკატებით დამთავრებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ როგორმე ნიკა მელიასგან შეექმნათ პოლიტიკური იდეისთვის წამებული გმირის ფიგურა, რაც არ გამოვიდა, – ამის შესახებ…

სააკაშვილიდან დაწყებული ადვოკატებით დამთავრებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ როგორმე ნიკა მელიასგან შეექმნათ პოლიტიკური იდეისთვის წამებული გმირის ფიგურა, რაც არ გამოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია გირაოს უნდა დათანხმდეს.

„ევროკავშირის ჩარევა, საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა პოლარიზებულია იმ პოზიციასთან, გეგმასთან და იმ სტრატეგიასთან, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული მელია. არ მგონია, ადვოკატებმა სწორი რჩევები მისცენ, მათი მოქმედება დავინახეთ სასამართლოში. გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება. პრაქტიკულად, სვლა აღარ დარჩა და გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს. მაგრამ ამ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ეს არის როლი და ის ფუნქცია, რაც მოირგო. ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. არ ვიცი, შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამენ, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების და პარლამენტში მუშაობის თემა, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე, ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე არ არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიზანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →